8006 активных вакансий
← Все вакансии

YBD7GTNG Опубликовано 25 авг 1 просмотров

Сантехник / Специалист по канализационным системам

Plumby via hr.ge
Тбилиси Полная занятость Строительство / ремонт
₾1500 / мес Приём откликов до

Переведено автоматически с языка оригинала.

Компания Plumby/ფლამბი-ში ვეძებთ პასუხისმგებლიან სანტექნიკოსს, რომელიც სპეციალიზებულია საკანალიზაციო სისტემების დიაგნოსტიკასა და წმენდაში მაღალი წნევის აპარატის (ჰიდროჭავლი) გამოყენებით. თუ გაქვთ რთულ დაბინძურებებთან გამკლავების გამოცდილება და გსურთ მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიებით, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

პირობები: - სამუშაო განრიგი: შეთანხმებით - ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი შესრულებული სამუშაოდან

ძირითადი მოვალეობები - ჰიდროჭავლით წმენდა: მაღალი წნევის წყლის ჭავლის გამოყენებით ცხიმოვანი ნალექების, ფესვების და ნარჩენების მოცილება მილებში. - ვიდეო დიაგნოსტიკა: კამერების მეშვეობით მილების დათვალიერება, დაზიანების ადგილის ზუსტი განსაზღვრა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი. - პრობლემების იდენტიფიცირება: კანალიზაციის გაჭედვის მიზეზების დადგენა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება (წმენდა, წერტილოვანი შეკეთება თუ მილის სრული შეცვლა). - პროფილაქტიკური მომსახურება: კომერციული ობიექტებისთვის (რესტორნები, ქარხნები) გეგმიური წმენდების განხორციელება. - აღჭურვილობის მოვლა: სპეციალიზირებული ტექნიკის, პორტატული და ჰიდროჭავლური დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - გამოცდილება: მინიმუმ 6 თვე სანტექნიკის ან სადრენაჟო სისტემების მიმართულებით. ჰიდროჭავლის აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. (შესასძლებელია ადგილზე შესწავლაც) - ტექნიკური ცოდნა: სხვადასხვა მასალის მილების (PVC, თუჯი, კერამიკა) სპეციფიკის ცოდნა. - ფიზიკური გამძლეობა: მუშაობა რთულ პირობებში, მძიმე აღჭურვილობის მართვის უნარი. - პასუხისმგებლობა: უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა მაღალი წნევის აპარატებთან მუშაობისას. - კომუნიკაცია: კლიენტებთან თავაზიანი მომსახურება და პრობლემის არსის გარკვევით ახსნა. - B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის ტარების გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: plumbygeorgia@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555667799

Пожаловаться

О работодателе
Plumby
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно