9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YD24CEG1 გამოქვეყნდა 14 ოქტ 43 ნახვა

მარკეტინგის მენეჯერი

ივიკოს ქეიჯი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ნოე

პოზიციის შესახებ

"Iviko`s Cage Training Club - ივიკოს ქეიჯი" არის სპორტული დარბაზი, სადაც ვარჯიშთან ერთად მუდმივად იბადება ახალი იდეები. ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია კრეატიული გადაღებები, განსხვავებული ფორმატის ღონისძიებები, თამამი ექსპერიმენტები და უჩვეულო კოლაბორაციები. გვიყვარს გამოცდილებების შექმნა, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და დასამახსოვრებელ ემოციებს ტოვებს, ფუნქციონალური ფიტნესის ჩემპიონატიდან დიჯეის ცოცხალი სეტის ფონზე ასობით ადამიანის ერთობლივ ვარჯიშამდე.

ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც ამ ენერგიას გაიზიარებს, საკუთარ იდეებს შემოიტანს და აღმასრულებელ დირექტორთან და კონტენტ კრეატორთან ერთად მათ განხორციელებაზე იმუშავებს. მისი ამოცანა იქნება დარბაზის ცნობადობის გაზრდა, ახალი წევრების მოზიდვა და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა თუ ღონისძიებების გამორჩეული, შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგი.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • დარბაზის მარკეტინგული სტრატეგიისა და ყოველთვიური სამოქმედო გეგმის შემუშავება აღმასრულებელ დირექტორთან თანამშრომლობით;
  • ყოველდღიური მარკეტინგული საქმიანობის მართვა: წევრების მოზიდვაზე, შეთავაზებების პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობაზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კონტენტ კრეატორთან ერთად კონტენტგეგმის მომზადება, მკაფიო დავალებების განსაზღვრა და გამოქვეყნების კალენდრის მართვა;
  • სოციალური ქსელების კომუნიკაციის კოორდინაცია და ბრენდის ერთიანი სტილისა და ტონის დაცვა;
  • ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია, მათ შორის Meta Ads-ის საშუალებით;
  • Cage Games-ის, Cage Night-ისა და სხვა ღონისძიებების მარკეტინგის მართვა;
  • პარტნიორებთან, სპონსორებთან, ინფლუენსერებსა და შესაბამის მედიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება და კოორდინაცია;
  • არსებული წევრების ჩართულობის, რეკომენდაციებისა და განმეორებითი გაყიდვების ხელშემწყობი ინიციატივების შემუშავება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ეფექტიანობის კონტროლი;
  • კამპანიების შედეგების შეფასება და რეგულარული ანგარიშგება: დაინტერესებული მომხმარებლები, ახალი წევრები, კონვერსია, მოზიდვის ღირებულება და ღონისძიებების რეგისტრაციები;
  • მომხმარებელთა უკუკავშირისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოსავლენად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის, სოციალური ქსელებისა და ფასიანი რეკლამის მართვის ცოდნა;
  • Meta Ads Manager-ის გამოყენებისა და კამპანიების შედეგების ანალიზის გამოცდილება;
  • მარკეტინგული კამპანიის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
  • კონტენტ კრეატორისთვის მკაფიო დავალებების მომზადებისა და კონტენტის ხარისხის შეფასების უნარი;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე; ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და ვადების მართვა;
  • ანალიტიკური აზროვნება, ინიციატივიანობა და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების მზაობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სპორტის, ფიტნესის, მომსახურების ან ღონისძიებების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პარტნიორებთან და სპონსორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერი".

სასურველია, განაცხადს დაურთოთ განხორციელებული კამპანიების ან პროექტების მოკლე აღწერა, თქვენი როლისა და მიღწეული შედეგების მითითებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა