საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "PKF Georgia" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ვეძებთ პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს საგადასახადო აუდიტის მიმართულებას, უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის მაღალ სტანდარტს და ხელს შეუწყობს დეპარტამენტის განვითარებასა და ზრდას.
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 10:00-18:30
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #3
ძირითადი მოვალეობები:
- საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- საგადასახადო აუდიტისა და საგადასახადო შემოწმებების პროექტების ხელმძღვანელობა;
- კლიენტებისთვის საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- საგადასახადო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილებების მონიტორინგი და მათი გავლენის შეფასება;
- საგადასახადო საკითხებზე პროფესიული კონსულტაციების გაწევა;
- აუდიტორული გუნდის მართვა, სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- საგადასახადო აუდიტის ანგარიშებისა და სხვა პროფესიული დოკუმენტაციის მიმოხილვა;
- კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
- დეპარტამენტის ბიზნეს-განვითარებაში მონაწილეობა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- კომპანიის შიდა პროფესიული და ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის, სამართლის ან შესაბამის სფეროში;
- საგადასახადო აუდიტის, საგადასახადო კონსულტაციის ან აუდიტის სფეროში მინიმუმ 5 წლის პროფესიული გამოცდილება;
- საგადასახადო კანონმდებლობისა და საგადასახადო აღრიცხვის კარგი ცოდნა;
- საგადასახადო აუდიტის პროექტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და ლიდერული გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსის სისტემას;
- საერთაშორისო პროფესიულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტერი".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს ფი ქეი ეფ კაიზენის (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.