9910 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YFQPWTGT გამოქვეყნდა 21 ოქტ 12 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ასორტი ვერე გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ნოე

კომპანია „ასორტი“ 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი,მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია „ასორტი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12. სამუშაო განაკვეთი: სრული. ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები: - კორპორატიული გაყიდვების ბაზრის პოტენციალის შეფასება, კონკურენტების კვლევა, კორპორატიული გაყიდვების დაგეგმარება; - ახალი პარტნიორი კომპანიების მოძიება და გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; - პარტნიორი კომპანიების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება; - არსებული და პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების ბაზის მართვა (CRM) და განახლება; - არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება, ფასების, პაკეტებისა და პირობების პრეზენტაცია და შეთანხმება; - გაყიდვების სრული ციკლის მართვა, კორპორატიულ გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; - მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი ხარისხით წარმოება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა; მომსახურების ხარისხის კონტროლი (პროდუქტი, მიწოდება, სერვისი) - მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია; - მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა მომხმარებლებისთვის მიზნობრივი კამპანიების შესაქმნელად; - გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; - საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).

პიროვნული მახასიათებლები: - დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - ოპერატიულობა; - მოლაპარაკებების წარმოების უნარი; - პასუხისმგებლიანობა; - განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ(ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. წერილის თემის გრაფაში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა