9939 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YJNJR5Z5 გამოქვეყნდა 21 ოქტ 12 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი SME მიმართულება

ალმა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე

"ალმა" გარე რეკლამის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ქართულ სარეკლამო ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. ალმამ გარე რეკლამის ინდუსტრიაში უკონკურენტო ადგილი დაიკავა. 2013 წლის ოქტომბერს კი შეუერთდა ინვია ჯგუფს. წლების განმავლობაში კომპანია ვითარდება ბაზრის მოთხოვნებთან ერთად და მომხმარებლებს სარეკლამო განთავსების სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს.

ჩვენი საქმიანობის საფუძველია მომხმარებლის საჭიროებების გააზრება, ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების განვითარება.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია "ალმა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მიმართულებით.

ვეძებთ პროაქტიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია B2B გაყიდვებით, ახალი ბიზნეს კლიენტების მოზიდვითა და საქმიანი ურთიერთობების განვითარებით.

პოზიციის ფარგლებში კანდიდატი პასუხისმგებელი იქნები გაყიდვების პროცესის სრულ ციკლზე პოტენციური კლიენტების მოძიებიდან საჭიროებების განსაზღვრასა და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადებამდე, მოლაპარაკებების წარმართვასა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებამდე.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი ბიზნეს კლიენტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან პირველადი სატელეფონო კომუნიკაცია და საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა;
  • შემოსული და ხელმძღვანელისგან მიღებული პოტენციური კლიენტების დამუშავება;
  • კლიენტის საჭიროებების, კამპანიის მიზნების, ბიუჯეტისა და ვადების განსაზღვრა;
  • კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით, თბილისში და რეგიონებში გარე რეკლამის განთავსების შესაბამისი შესაძლებლობებისა და ფორმატების განსაზღვრა
  • ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვის პროცესის მართვა;
  • რეგიონულ და სარეკლამო მიმართულებებზე პასუხისმგებელ გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტისთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადებისა და შეთანხმებული პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად
  • არსებული კლიენტების პორტფელის განვითარება, განმეორებითი გაყიდვებისა და დამატებითი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენა;
  • გაყიდვების მონაცემებისა და პოტენციური შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის სისტემატური განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პროაქტიულობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ახალი კლიენტების მოძიებისა და მათთან პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების მზაობა;
  • გუნდური მუშაობისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • B2B გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ ALMA?

  • პროფესიული განვითარებისა და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას;
  • თანამშრომლობით გარემოსა და გუნდის მხარდაჭერას;
  • შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას;
  • შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთო ახალი ბიზნეს კლიენტების მოზიდვასა და კომპანიის განვითარებაში.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N64ა
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

როგორ შემოგვიერთდე?

თუ ეს შესაძლებლობა თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე.

წერილის სათაურში მიუთითეთ: "SME გაყიდვების მენეჯერი".

ALMA-ში ვეძებთ ადამიანს, რომელიც შესაძლებლობებს შედეგებად აქცევს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა