გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "ენერჯი" სამშენებლო ტექნიკის და გათბობა-კონდიცირების სისტემების მაღაზიათა ქსელია. "ენერჯი" მსოფლიო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში BOSCH, MAKITA, MILWAUKEE, DEWALT, KERN, GREE, Demir Döküm.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები: - კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება; - დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც პირდაპირი კომუნიკაციით ასევე დისტანციურად (ტელეფონისა და მეილის მეშვეობით) - ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების წარმოება; - პოტენციური კლიენტებისათვის კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა (კომპანიისა და პროდუქტების პრეზენტაცია); - ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება მომხმარებლებთან; - შეკვეთების მიღება, დამუშავება - პროცესისა და ხარისხის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების ხელმძღვანელთან გადამისამართება; - რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ძლიერი კომუნიკაციის უნარის მქონე, გუნდური მოთამაშე; - დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები: - გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება - კომუნიკაბელური - ორგანიზებული - გამართული კომუნიკაციის უნარი - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - შედეგზე ორიენტირებული - კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული
დამატებითი მოთხოვნები: - მართვის მოწმობა B კატეგორია;
ანაზღაურება: ინდივიდუალურად შეთანხმდება სამუშაო გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე. WWW.ENER.GE
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.