გაყიდვების ასისტენტი
კომპანია "ბერკეტი-დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე. შპს "ბერკეტი-დიზაინი" საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან.
საქმიანობის სფეროა: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.Berketi.ge
ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყება და პროფესიული განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტების-მომსახურების შესწავლა;
- კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია;
- კლიენტების მოთხოვნების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
- ელფოსტაზე შემოსული მოთხოვნების დამუშავება;
- ინვოისების მომზადება;
- კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაციისა და მოთხოვნების კონტროლი;
- კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
- გაყიდვების პროცესის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
- კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და უნარი;
- სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინიციატივიანობა და აქტიურობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
- სწრაფად სწავლის უნარი;
- კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- მოწესრიგებული გარეგნობა და საქმიანი ჩაცმის სტილის დაცვა;
- გაყიდვებში ან HVAC სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1200 ლარი, შემდგომ მზარდი+ბონუსი
- მდებარეობა: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 - 18:00 საათი
შერჩევა:
- განცხადებების გადარჩევა
- გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.