8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YRXY2D5W გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

შიდა კონტროლის სპეციალისტი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციისსახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ

კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე აჭარაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სამუშაო ადგილი: საველე

ბენეფიტები: - ჯანმრთელობის დაზღვევა;

ძირითადი ფუნქციები: - ყოველთვიური სამუშაო ვიზიტების გეგმის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება; - დადგენილი წესის მიხედვით, სავაჭრო ობიექტებზე აღწერის სრული პროცესის განხორციელება; - დანაკარგების კონტროლი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება; - მაღაზიის ინვენტარიზაციის გეგმის შესრულების კონტროლი; - მაღაზიებში წარმოდგენილი სარეალიზაციო პროდუქციის ვადების შემოწმება; - პროდუქციის აქციზების/ანოტაციების შემოწმება და აღრიცხვა; - მაღაზიაში წარმოდგენილი სარეალიზაციო პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის და პროგრამულ ფასებთან შესაბამისობის შემოწმება, უფასდებულო პროდუქციის აღრიცხვა; - ყოველთვიურად მაღაზიაში წარმოდგენილი სააქციო პროდუქციის მაჩვენებლების შემოწმება და დარღვევის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში აღრიცხვა; - ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციოდ ვარგისიანობის ვიზუალური შემოწმება და აღრიცხვა; - მაღაზიაში წარმოდგენილი სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი (დაზიანებული / ვადაგასული) პროდუქციის აღრიცხვა, ჩამოწერის პროცედურის უზრუნველყოფა და დადგენილი სტანდარტის დაცვით განადგურება; - რეგულარული რეპორტების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

ვაკანსიის მოთხოვნები: - უმაღლესი ან პროფესიული განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან სასწავლო დაწესებულების სტუდენტი) - სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსს სფეროში - სასურველია Excel; 1C

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Dydo7q2d

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის