ელექტრონული ტენდერების მენეჯერი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, დიდუბის ფილიაში.
მე იოსებ ახალაია, ვაცხადებ ვაკანსიას ელექტრონული ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე. კანდიდატები სწავლების პერიოდს გაივლიან შემსყიდველ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობას, ტენდერების სპეციფიკაციის დეტალიზაციას: ტენდერების მოძიება, შერჩევა, წინადადების მომზადება, შეთავაზების გაკეთება და დაზუსტების პროცედურებს.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლის ფასდაკლებას; - კვებით უზრუნველყოფას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ელექტრონული ფოსტითა და MRS მოდულზე გამოქვეყნებულ ბაზრის კვლევებში მონაწილეობა; - სახელმწიფო შესყიდვების შესაბამის პლატფორმაზე გამოცხადებული ტენდერების მოძიება; - მოძიებული ტენდერების კომპანიის შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით შერჩევა; - შერჩეული ტენდერების დეტალური დამუშავება და სატენდერო წინადადებების მომზადება; - სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა და შეთავაზებების წარდგენა; - სატენდერო დოკუმენტაციისა და ოქმების დაზუსტების პროცედურების მართვა; - ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სატენდერო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი. - გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.