8486 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YVC52W64 გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

პრისეილერი/სავაჭრო აგენტი

ტეტრაპროდუქტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერი/სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან.

კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15

მოთხოვნები:

** პრისელერად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია)

** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია)

** გამართული მეტყველება;

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

** სისხარტე, ოპერატიულობა;

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

** გუნდში მუშაობის უნარი;

** დროის მართვა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;

** ახალი ობიექტების ათვისების უნარი

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი

** ქართული და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა

** შრომისმოყვარე, აქტიური, თავაზიანი

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;

** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;

** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);

** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;

** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;

** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

სამუშაო განაკვეთე სრული, კვირაში 5 დღე,

დასვენება შაბათი და კვირა.

სავალდებულოა მინიმუმ ორი თვე, მაქსიმუმ სამი თვე მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობა გამოცდილების მისაღებად და ქსელის ასათვისებლად.

პრისეილერის ანაზღაურება სრულად დამოკიდებულია გამომუშავებაზე საბითუმოდ გაყიდული საქონლის 2 %, საცალოდ გაყიდული საქონლის 3 % (საშუალოდ 2000 ლ. და ზევით) ასევე მოქმედებს ბონუსის სისტემა +1000 ლ. (გეგმის 100 % შესრულებისას), +500 ლ. (გეგმის 80 % შესრულებისას) რასაც ემატება პრისეილზე მუშაობის დაწყებიდან მესამე თვეს 100 ლ., მეოთხე თვეს 200 ლ. და ხუთი თვის მერე ფიქსირებული 300 ლ.,

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტეტრაპროდუქტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის