ბრენდ მენეჯერი ავეჯის მიმართულებით
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, English Home და Principe (HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI and POLICE). კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.
"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის (ავეჯის მიმართულებით) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბრენდის სტრატეგიული განვითარების და მიმდინარე გეგმების დასახვა, დაგეგმვა, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ბრენდის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა (პროდუქციის შეკვეთა, გაყიდვა, ფასდაკლება, გროსს მარჟა და დარჩენილი მარაგის კონტროლი)
** შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა. გეგმის პერიოდული გადახედვა და საჭიროების შემთხვევებში მისი კორექტირება;
** B2B გაყიდვების მართვა და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია.
** გაყიდვების გაზრდის სტრატეგიის შემუშავება, ანალიზი და განხორციელების კონტროლი;
** ბაზრის, მომხმარებელთა სეგმენტაციისა და მონაცემთა ბაზების კვლევის უზრუნველყოფა და შედეგების ანალიზი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა, განხორციელების უზრუნველყოფა და შედეგების შემოწმება.
** გაყიდვების თვიური, სეზონური და წლიური გეგმის შემუშავება და ფილიალებზე მათი გადანაწილება;
** კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების პროცესის შექმნა, მართვა და კონტროლი;
** საქონლის ან/და მომსახურების საჭიროების წინასწარი კვლევა და იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვის მიზნით;
** პროდუქციის შეკვეთების ვადაში შესრულების კონტროლი;
** საწყობების მარაგების კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** რეპორტების, ფინანსური და სტატისტიკური ანალიზის მომზადება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვა, სამუშაოების დელეგირება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა, საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
განათლება: უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსები.
სამუშაო გამოცდილება:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** გუნდის მართვა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი;
** გუნდურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ბრენდ მენეჯერი (ავეჯის მიმართულებით)".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 სექტემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.