ტექნიკური მარაგების სპეციალისტი
სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს "გეფა" ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას" ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიის გუნდში ვეძებთ ტალანტს, ტექნიკური მარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
რას გთავაზობთ ჩვენ?!
- დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
- მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს
- ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს
- კვების დაფინანსებას
- სატრანსპორტო მომსახურებას (სარაჯიშვილის მეტროდან)
ჩვენი სამუშაო პირობებია!
- ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
- მისამართი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13;
რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?
- უხელმძღვანელოს, ორგანიზება გაუწიოს და აკონტროლოს შეგროვებული პროდუქციის აფთიაქებამდე მიწოდების სრული პროცესი;
- მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმოს შეგროვებული პროდუქციის მითვლის, საწყობიდან გატანის და შესაბამის ავტოტრანსპორტზე დატვირთვის პროცესი;
- პროგრამაში დაფიქსირებული დავალებების კონტროლი და შესრულება;
- ტექნიკური მარაგების საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?!
- საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
- საშუალო განათლება
რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!
- გუნდთან მეგობრული და დროული კომუნიკაცია
- პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი, გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ.მისამართზე: jobs@gepha.com (გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება) ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50
"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.
სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.