მძღოლი
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა - B - C - D კატეგორიები;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ანაზღაურება: 1300 ლარი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;
- უზრუნველყოს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილას;
- დაიცვას საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესები ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს;
უნარები:
- ენერგიული;
- პასუხისმგებლობიანი;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური;
პირობები:
- სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
- კვება: უფასო;
- დაზღვევა;
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 883 206
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: (მხოლოდ დასაქმების შემთხვევაში)
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ფოტოსურათი ¾-ზე;
- კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ცნობა ნასამართლობის შესახებ;
- ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
- უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ჯანმრთელობის ცნობა;
- 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატორი პირების საკონტაქტოს მითითებით.
იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.