9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YZCHRN3M გამოქვეყნდა 16 ოქტ 47 ნახვა

ატელიეს საოპერაციო კოორდინატორი

George Keburia გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500–2000 / თვეში ბოლო ვადა: 17 ნოე

ქართული მოდის ბრენდი "KEBURIA" აცხადებს ვაკანსიას ატელიეს საოპერაციო კოორდინატორის პოზიციაზე.

პოზიცია მოიცავს ატელიეს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებას, წარმოების პროცესების კოორდინაციას, მარაგების აღრიცხვასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ატელიეს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და საწარმოო გუნდთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესების გამართულად წარმართვისთვის;
  • წარმოების პროცესის მონიტორინგი, ვადების კონტროლი და შეკვეთების დროულად მომზადების კოორდინაცია;
  • მარაგების და პროდუქციის აღრიცხვა;
  • ონლაინ შეკვეთების დამუშავება, შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება;
  • გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადება და საკურიერო მომსახურების ორგანიზება;
  • ლოგისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და გზავნილების თრექინგი;
  • სტილისტებისთვის, ფოტოსესიებისა და PR აქტივობებისთვის პროდუქციის მომზადებისა და გაგზავნის კოორდინაცია, მათ შორის დაბრუნებული ნივთების მიღება და მდგომარეობის შემოწმება;
  • ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საქმიანობის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია 1-2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო საქმიანობის, ადმინისტრირების, ლოგისტიკის, ვაჭრობის ან მსგავს სფეროში;
  • კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და Google Sheets-ის, კარგი ცოდნა.

ადგილმდებარეობა: სოლოლაკი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ: Atelier Operations Coordinator.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა