შესყიდვების მენეჯერი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს.
ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.bluetabla.ge
ვაკანსია: შესყიდვების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
- მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება;
- ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- საწარმოო მასალების, ავეჯის, ტექნიკისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა;
- ახალი ფილიალების მოწყობასა და არსებული ფილიალების განახლებასთან დაკავშირებული შესყიდვების ორგანიზება;
- სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვების მართვა და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა;
- შესყიდვების დოკუმენტაციისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.
მოთხოვნები:
- შესყიდვების, მომარაგების ან ადმინისტრაციულ-სამეურნეო მიმართულებით მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის კარგი ცოდნა;
- Microsoft Excel-ის კარგად ფლობა, მათ შორის: ფილტრები, VLOOKUP/XLOOKUP და ძირითადი ფორმულები;
- მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.
ანაზღაურება და პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "შესყიდვების მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.