9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Z12T85X1 გამოქვეყნდა 7 ოქტ 30 ნახვა

მარკეტინგის მენეჯერი

სასტუმრო ამბასადორი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ნოე

ჩვენ შესახებ:

სტუმარმასპინძლობის მიმართულებით მოქმედი ქართული ქსელური ბრენდი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მიმართულება: სასტუმრო / რესტორანი / სტუმარმასპინძლობის სფერო ადგილმდებარეობა: ბათუმი

ვეძებთ კრეატიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება ქსელის ბრენდის მარკეტინგულ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებს ახალი ობიექტის გახსნის სტრატეგიის შემუშავებასა და მის პოზიციონირებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების შედგენა;
  • ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების განვითარება;
  • რესტორნის მიმართულებით ახალი პროდუქტების, მენიუს, სპეციალური შეთავაზებებისა და ღონისძიებების პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
  • სასტუმროსა და რესტორნის სერვისების, შეთავაზებებისა და პროდუქტების ეფექტური მარკეტინგული წარმოჩენა;
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სასტუმროსა და რესტორნის გაყიდვების ხელშემწყობი კამპანიებისა და სპეციალური შეთავაზებების შემუშავება;
  • სეზონური, სადღესასწაულო და სპეციალური ღონისძიებების მარკეტინგული მხარდაჭერა და ორგანიზება;
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • პარტნიორ კომპანიებთან, ინფლუენსერებთან, მედიასა და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობა;
  • PR აქტივობების, მედია კომუნიკაციისა და ბრენდის რეპუტაციის მართვაში მონაწილეობა;
  • სასტუმროსა და რესტორნის ონლაინ რეპუტაციის მონიტორინგი და განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების, PR-ის ან შესაბამის სფეროში;
  • მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასტუმროს, რესტორნის, ტურიზმის ან Hospitality სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
  • Meta Ads / Google Ads-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის უნარი;
  • ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
  • პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ გარემოში;
  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე

კანდიდატების პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის შერჩევის პროცესის დასრულებამდე, ხოლო დასაქმების შემთხვევაში — კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული ვადით. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა