9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Z6TPMFMX გამოქვეყნდა 6 ოქტ 28 ნახვა

გაყიდვების ოპერატორი

BM Capital გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1300–1700 / თვეში +11% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,354 ₾ · 96 განცხადება ბოლო ვადა: 7 ნოე

თუ ადამიანებთან კომუნიკაცია გიყვარს, გაყიდვები გამოგდის და გინდა შენი შედეგით რეალური შემოსავალი გამოიმუშაო, მაშინ "BM Capital"-ში გელოდებით გაყიდვების (ქოლცენტრი) ოპერატორის პოზიციაზე.

"BM Capital" - სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ავტომობილების გაქირავებისა და ტაქსების ტექნოლოგიურ ბაზარზე. ჩვენი პროექტებია Taxio.ge და PayPro.ge Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა, რომელსაც უკვე ათასობით მძღოლი იყენებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია და გაყიდვის პროცესის წარმართვა.

თუ ხარ ადამიანი, რომელსაც:

  • არ ეშინია ზარების;
  • შეუძლია ადამიანების დარწმუნება;
  • უყვარს დინამიკური გარემო;
  • უნდა განვითარება და მაღალი შემოსავალი, მაშინ

ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 19:00 ფიქსირებული ანაზღაურება: 600 ლარი ბონუსი: შესრულებული გეგმების შესაბამისად თვეში საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1300 - 1700 ლარი

მოვალეობები:

  • გამავალი ზარების განხორციელება;
  • მძღოლებთან კომუნიკაცია სოციალური არხების საშუალებით;
  • მათი დარეგისტრირება და ჩართვა სისტემაში;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;

აუცილებელია:

  • კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა;

თუ გინდა იყო ძლიერი და მზარდი გუნდის ნაწილი, გამოიმუშაო მეტი და განვითარდე თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში, გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ მისამართზე.

სათაურში მიუთითე: "გაყიდვების ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა