8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Z6ZP25Y2 გამოქვეყნდა 25 აგვ 14 ნახვა

აკადემიური კონკურსი ბიზნესის/ადმინისტრირების მიმართულებით

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ" 2026 წლის 31 ივლისიდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

საკონკურსო ვაკანსიები:

მიმართულება - მათემატიკა:

** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 3 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - მათემატიკა ბიზნესისთვის.

მიმართულება - ეკონომიკა:

** პროფესორი - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - მიკრო ეკონომიკის პრინციპები, მაკრო ეკონომიკის პრინციპები. ** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - მიკრო ეკონომიკის პრინციპები, მაკრო ეკონომიკის პრინციპები.

მიმართულება - მენეჯმენტი:

** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - რისკებისა და ოპერაციების მართვა. ** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - საერთაშორისო ბიზნეს-მენეჯმენტი. ** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - ინოვაციების მართვისა და განვითარების სტრატეგიები.

მიმართულება - ფინანსები

** პროფესორი - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - ფინანსური აუდიტი, გადასახადები და დაბეგვრა; ** ასისტენტ პროფესორი (აკადემიური (ნიშნით) - 1 ვაკანსია. საგანთა ჯგუფი - ფინანსების თეორია (ინგლისურენოვანი).

მიმართულება - ადამიანური რესურსების მართვა:

** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - ორგანიზაციული ქცევა, შესრულებისა და ცვლილებების მართვა. ** ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - სტრატეგიული HRM, ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში.

მიმართულება - საბანკო საქმე ** პროფესორი - 1 ვაკანსია საგანთა ჯგუფი - საბანკო მენეჯმენტი, ფინანსური სისტემის ზედამხედველობა და რეგულირება.

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით.

აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (აკადემიური/პროფესიული ნიშნით), შემდეგი კრიტერიუმებით:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 5 (ხუთი) წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობაზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან. ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობაზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან. ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები; ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; ** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღ

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა