ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სამედიცინო წარმომადგენელი
შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად) მიმართულებით თბილისსა და რეგიონებში.
პირობები:
- ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
- სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
- საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში;
- ვიზიტის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალთან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
- საპრომოციო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
- კონკურენტული გარემოს შესწავლა, კონკურენტების მხრიდან დაგეგმილი და/ან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის
- ბაზრისთვის საინტერესო პროდუქტებზე, სამედიცინო პერსონალისგან ინფორმაციის შეგროვება;
- სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
- შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება მედიცინის/ფარმაციის მიმართულებით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობა; დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
- შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
- სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
- ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/UFZP3uhd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.