8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Z9D3R6ZT გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

ელექტრო ინჟინერი

ABIO ENGY გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ენერგეტიკული კომპანია "ABIO ENGY" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ავტომობილების დამტენი სადგურების მომსახურე ინჟინრის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია ელექტრო ავტომობილების დამტენების მონიტორინგი, მათი პრევენციული და კორექტიული მომსახურება, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ძირითადი მოვალეობები:

ოპერაციები და მონიტორინგი

** EV დამტენების ყოველდღიური მუშაობის კონტროლი და სისტემების მონიტორინგი.

** განგაშების, შეფერხებებისა და პრობლემების დროული აღმოჩენა და რეაგირება.

** მონაცემების ანალიზი და მუშაობის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება.

პრევენციული და კორექტიული მოვლა

** დამტენების რეგულარული შემოწმება და პრევენციული ტექნიკური მომსახურება.

** ელექტრული ტესტირება და დიაგნოსტიკა, დაზიანებული ნაწილების შეცვლა/შეკეთება.

** პროგრამული განახლებებისა და დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენება.

უსაფრთხოება და დოკუმენტაცია

** ელექტრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტისა და პროცედურის დაცვა.

** შესრულებული სამუშაოების დეტალური დოკუმენტირება.

** ადგილობრივი რეგულაციების და მწარმოებლის გაიდლაინების დაცვა.

ტექნიკური მხარდაჭერა

** მომხმარებლებისათვის და პარტნიორებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა.

** ხარვეზის მთავარი მიზეზის ანალიზში მონაწილეობა შეფერხებების დროს.

** ახალი EV დამტენების გაშვების პროცესში მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტროინჟინრის პოზიციაზე.

** B კატეგორიის მართვის მოწმობა

** EV დამტენების ტექნიკური ტრენინგი უპირატესობად ჩაითვლება.

** პროგრამული მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.

უნარები

** პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი.

** ელექტრო სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.

** ეფექტური კომუნიკაცია და ანგარიშგების უნარი.

** მზადყოფნა მოგზაურობისა და სხვადასხვა ობიექტზე ადგილზე მუშაობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებული ხელფასი.

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

** სამუშაო განაკვეთი: სრული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე:,

აუცილებლად მიუთითეთ ველში ვაკანსიის სათაური - "ელექტრო ინჟინერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ABIO ENGY
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის