8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZFSJWNPJ გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

სერვის ლიდერი

Communal Hospitality გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ლიდერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;

** სერვისის თანამშრომლების მუდმივი კონტროლი;

** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;

** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;

** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;

** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

** საერთაშორისო სტანდარტებისა და რესტორნის შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური ენის ცოდნა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;

** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.

დამატებითი ინფორმაცია:

** გრაფიკი: სრული

** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

** სამუშაო ადგილი: თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას:

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Communal Hospitality
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის