ვაიზერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე (დასავლეთ საქართველოში).
ფუნქცია/მოვალეობები
- გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
- გუნდის მუშაობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა;
- გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი;
- პრისეილერების კონტროლი და დახმარება საჭირო სიტუაციებში;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
- პროდუქციის სახეობების დამახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
- ახალი პროდუქციის მაღაზიებში წარდგენა;
- კომპანიაში არსებული პროდუქციის სწორ ადგილზე განლაგება მერჩენდაიზერთან კონტაქტით და მაღაზიასთან მოლაპარაკებით;
- დებიტორული დავალიანების კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება პოზიციის ფარგლებში.
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი;
- განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
- ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/MlNRo87e