8161 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZJT18RTV გამოქვეყნდა 1 სექ 11 ნახვა

სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერი

ევროინს ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, , და საქართველო.

ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული ** სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათი ** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში მუშაობას; ** საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას; ** უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულის იდენტიფიკაცია პროგრამაში; ** დაზღვეულის მხრიდან შემოსული მოთხოვნების განხილვა და, ინფორმაციის მიწოდება საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალზე, ანაზღაურების ვადებზე, თანხის ჩარიცხვაზე, პროვაიდერულ ქსელზე, კომპანიის ოფისების სამუშაო გრაფიკზე და საათებზე; ** დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა; ** მიღებული დოკუმენტაციის სრული, სწორი და კანონთან შესაბამისობის შემოწმება; ** განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში; ** პროვაიდერ კლინიკებში ელექტრონული მიმართვის გადაგზავნა; ** საგარანტიოსთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება და პროგრამულად ასახვა; ** საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია სამედიცინო მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციასთან; ** შემოსული დოკუმენტაციის დარეგისტრირება, როგორც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ასევე უარის შემთხვევაში შესაბამისი კომენტარის მითითებით; ** ინფორმაციის მოძიება სახელმწიფო ან ორმაგი დაზღვევის თაობაზე შემთხვევის დარეგულირებისას.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით; ** იგივე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი; ** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:https://euroins.selfrecruit.ge/s/wLGtr

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევროინს ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა