შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტისათვის მოთხოვნილი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის გეგმების მონიტორინგი, მონაწილეობის მიღება აღნიშნული დოკუმენტების მომზადება და განახლებაში, საერთაშორისო და მსოფლიო ბანკის სტანდარტებისა და კონტრაქტის სპეციფიკაციების შესაბამისად.
** ყოველდღიურად შრომის უსაფრთხოების ანალიზის და მოკლე ინსტრუქტაჟის ჩატარება, მონაწილეობის მიღება რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება/ განახლებაში.
** სამშენებლო ობიექტებზე, შრომის უსაფრთხოების დაცვა, ობიექტების შესაბამისი ინვენტარით მოწყობა/აღჭურვა (დაწყებული უსაფრთხოების ნიშნებით..ა.შ. დამთავრებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) სწორი გამოყენებით).
** საქართველოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის, ასევე კონტრაქტით განსაზღვრულ მოთხოვნების შესრულება.
** ნარჩენების სწორი განთავსებისა, ჰუმუსური ფენის მართვა და დაბინძურების პრევენციის კონტროლი, გარემოს დაცვის მიზნით.
** რეგულარული ინსპექტირებების ჩატარება შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კუთხით.
** მონაწილეობის მიღება უბედური შემთხვევების და ასევე არშემდგარი უბედური შემთხვევების გამოძიებაში; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ინფორმირება ზემდგომი ხელმძღვანელების (შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯერი).
** ყოველკვირეული შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ანგარიშების მომზადება.
** რეგულარული კონსულტაციები მუშებთან შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხებზე.
** ავარიული რეაგირების პროცედურების ცოდნა და შესაბამისი აღჭურვილობის მზადყოფნა.
** თანამშრომლობა დამკვეთისა და პროექტის ზედამხედველის შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან, ასევე პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან.
კვალიფიკაციის მოთხოვნები:
** შრომის უსაფრთხოებისა ან გარემოს დაცვის მიმართულებით ეროვნული ბაკალავრის ხარისხი, დიპლომი ან შესაბამისი სერტიფიკატი.
** საერთაშორისო სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.
** მინიმუმ 3 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
** სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციები სტანდარტების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენები ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები, პროაქტიული და პასუხისმგებლიანი მიდგომით.
** დამოუკიდებლად და მრავალფეროვან კულტურულ გუნდში მუშაობის უნარი სტრესულ გარემოშიც.
** მაღალი ყურადღება დეტალებისადმი და დოკუმენტაციისა და ანგარიშგების კარგი უნარები.
** გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემური საკითხების ეფექტურად მოგვარების უნარი საველე პირობებში.
** პროფესიონალიზმი და შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოზიტიური კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა.
კომპანიის ელ-ფოსტა:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.