9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZQXHS02Q გამოქვეყნდა 9 ოქტ 27 ნახვა

გაყიდვების მხარდაჭერის ოპერატორი

ბი-ემ-ესი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1200–1500 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,354 ₾ · 96 განცხადება ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

http://www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. დ. გურამიშვილის გამზირი სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. 09:00 -18:00 სთ. ანაზღაურება: 1200 -1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული შეკვეთების ფორმირება /გამზადება პროგრამაში გასაწერად.
  • პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი და მარაგებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი.
  • პარტნიორებთან შეთანხმებული სააქციო პროდუქტების და პერიოდების მონიტორინგი.
  • მიწოდების სამსახურთან პროცესების შეთანხმება.
  • შეკვეთების, რეალიზაციისა და მარაგების მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა.
  • საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების, ლოჯისტიკისა და საწყობის თანამშრომლებთან კოორდინაცია.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და საჭირო ანგარიშგებების მომზადება.
  • კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვა.
  • საქმიანობის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით, სადისტრიბუციო სფეროში
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია MS EXCEL-ის კარგად ცოდნა

თანამშრომლის ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კომპანიის პროდუქციაზე სპეციალური შიდა ფასდაკლება;
  • თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგის სივრცე;
  • პროფესიული განვითარების და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • შიდა სწავლებისა და განვითარების პროგრამები;
  • კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა;
  • თანამშრომელთა წახალისებისა და ბონუსის პროგრამები.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე.

გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა