8,885 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZS18TSMJ გამოქვეყნდა 22 სექ 5 ნახვა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

ბექ-ოფისის მოლარე

საქართველოს ბანკი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 ოქტ

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა

სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე ბათუმში.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: - გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; - ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; - თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; - გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: - წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს; - ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში; - უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას; - ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში; - აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;

მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია: - განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება; - სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა და უნარები: - კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); - ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა; - დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ: - დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად; - მოქნილ სამუშაო განრიგს: დღის ან საღამოს ცვლას; - განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით.

აქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი, 2026.

ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/bek-opisis-molare-batumi-batumi-dmbMn4?source=Hr.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა