ვენტილაციის, კონდიცირების და გათბობის სისტემების სპეციალისტი
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას ვენტილაციის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3 დღე [ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი] 08:00 -17:00 ანაზღაურება: 1500 ლარი [სუფთა ხელზე ასაღები]
ძირითადი მოთხოვნები
- ვენტილაციის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სისტემების მონტაჟის, დიაგნოსტიკისა და შეკეთების ცოდნა;
- ტექნიკური ნახაზების/სქემების წაკითხვის უნარი;
- ელექტრო და მექანიკური ელემენტების საბაზისო ცოდნა;
- უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
პირადი უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა;
- დროის მართვის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.