9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZWZEKZZ2 გამოქვეყნდა 13 ოქტ 50 ნახვა

გარე გაყიდვების მენეჯერი

Wilckens Georgia გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში −36% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 14 ნოე

გერმანული საღებავების კომპანია "ვილკენს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ კომუნიკაცია და აქტიურობა, ხართ პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული, გელოდებით ჩვენს გუნდში.

აუცილებელი პირობაა მართვის მოწმობის ქონა!

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტებზე ვიზიტები და პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა;
  • სამშენებლო კომპანიებთან, დეველოპერებთან და სამშენებლო ობიექტების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
  • ახალი B2B კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • გადამყიდველებთან და სამშენებლო მასალების მაღაზიებთან თანამშრომლობა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
  • ბაზრის საჭიროებების შესწავლა და ახალი გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება (სასურველია B2B ან სამშენებლო მიმართულებით);
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი მიდგომა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა (ავტომობილის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მიერ).

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას — 1500 ლარი (ფიქსირებული + KPI);
  • შესრულებული გაყიდვების გეგმის მიხედვით — პროცენტულ ბონუსს გაყიდვებიდან;
  • სამუშაო გრაფიკს — 5/2;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ გერმანულ ბრენდთან ერთად.

Wilckens Georgia-ში თქვენი შემოსავალი პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენს შედეგებზე — რაც უფრო წარმატებულია თქვენი გაყიდვები, მით მაღალია თქვენი შემოსავალი.

თუ ხართ მოტივირებული გაყიდვების სპეციალისტი და გსურთ განვითარება B2B მიმართულებით, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა