8,745 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZXY6KWC0 გამოქვეყნდა 21 სექ 11 ნახვა

მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზია

მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზია

მაღაზიის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1300 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიაში ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 104
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:30 ან 16:30-23:00, კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
  • ანაზღაურება: 1300 ლარიდან, გამოცდილების შემთხვევაში - მეტი

გამოცდილ კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა!

გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისად, კანდიდატს განესაზღვრება გაზრდილი ანაზღაურება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია
  • მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
  • მაღაზიაში სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა

დამლაგებელი უზრუნველყოფილია, თუმცა კონსულტანტსაც მოეთხოვება ყოველდღიური წესრიგის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსულის მინიმალური დონე ჩაითვლება უპირატესობად)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • აქტიურობა და კომუნიკაბელურობა

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ანაზღაურებადი ტრენინგი
  • ვეძებთ სტაბილურ კადრს, მინიმუმ 1-წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა