8005 live vacancies
← All vacancies

002M4JCF Posted 25 Aug 2 views

კლინიკური მენეჯერი

იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფო via jobs.ge
Batumi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

სს "ვიანი" მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ჰოსპიტალში კლინიკური საქმიანობის ორგანიზება და ზედამხედველობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სტანდარტების დანერგვისა და შესრულების უზრუნველყოფა; ** ჰოსპიტლის კლინიკური სერვისების უსაფრთხო, ეფექტიანი და მოქმედ პროფესიულ და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან და კლინიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით; ** კლინიკური დეპარტამენტებისა და სამედიცინო პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კლინიკური პროცესების ეფექტიანობის სისტემური შეფასება; ** კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების მონიტორინგში მონაწილეობა, შედეგების ანალიზი და კლინიკური გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება; ** კლინიკური აუდიტების, შემთხვევათა განხილვის, სიკვდილიანობისა და გართულებების ანალიზის პროცესების ორგანიზება და შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; ** არასასურველი კლინიკური მოვლენების, გართულებებისა და მაღალი რისკის შემთხვევების განხილვაში მონაწილეობა, ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა; ** ექიმთა კვალიფიკაციის, უფლებამოსილებისა და კლინიკური პრივილეგიების მინიჭების/გადახედვის პროცესის კოორდინაცია დადგენილი პროცედურების შესაბამისად; ** სამედიცინო პერსონალის კლინიკური საქმიანობისა და პროფესიული შესრულების პერიოდული შეფასების პროცესის ორგანიზება; ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის, სრულყოფილებისა და კლინიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი; ** კლინიკური პროცესების - პაციენტის მიღების, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, კონსულტაციის, ჰოსპიტალიზაციის, გადაყვანისა და გაწერის - გამართულობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა; ** სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება, კლინიკური განათლებისა და ტრენინგების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; ** დაქვემდებარებული კლინიკური სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია, პასუხისმგებლობების ეფექტიანი განაწილება და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სისტემური თანამშრომლობა; ** კლინიკური პერსონალის საჭიროების, დატვირთვისა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი რესურსების შეფასებაში მონაწილეობა; ** ჰოსპიტლის ხარისხის დირექტორთან თანამშრომლობა კლინიკური ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების, რისკების მართვის, აკრედიტაციისა და გაუმჯობესების პროცესებში; ** კლინიკურ კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; ** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, მარეგულირებელი და პროფესიული მოთხოვნების მონიტორინგი და კლინიკურ პრაქტიკაში მათი დანერგვის უზრუნველყოფა; ** დადგენილი კლინიკური და ოპერაციული შესრულების ინდიკატორების მონიტორინგი და შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება; ** ჰოსპიტლის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, კლინიკური სტანდარტებისა და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით; სასურველია სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში; ** კლინიკური მენეჯერის აკრედიტებული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ** სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; ** სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

აუცილებელი ცოდნა:

** საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები; საერთაშორისო ხარისხისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნას ენიჭება უპირატესობა; ** კლინიკური მმართველობისა და პაციენტის უსაფრთხოების პრინციპები; ** კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპები; ** კლინიკური აუდიტის, შემთხვევათა განხილვისა და კლინიკური შედეგების შეფასების ძირითადი მეთოდები; ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მოთხოვნები; ** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული ლიტერატურისა და დოკუმენტაციის გამოყენების დონეზე; ** MS Office პროგრამები.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პრობლემების სისტემური იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი; ** ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი; ** ეფექტიანი კომუნიკაციისა და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან თანამშრომლობის უნარი; ** კონფლიქტური და რთული კლინიკური სიტუაციების მართვის უნარი; ** შედეგზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას; ** თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე; ** სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო); ** "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ. ფოსტაზე: bih@vian.health. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: "კლინიკური მენეჯერი".

Report this

About the employer
იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფო
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free