მასაჟის სპეციალისტი
სასტუმრო "თბილისი ინნის" სპა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მასაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე, 15:00-22:30 სთ ** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + პროცენტი
ადგილმდებარეობა: ავლაბარი, მეტეხის 20
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ესთეტიკური და თერაპიული მასაჟების ჩატარება ცენტრის სტანდარტების შესაბამისად; ** კლიენტის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი მომსახურების შერჩევა; ** კომფორტული და სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; ** პროფესიული ეთიკისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** მაღალი ხარისხის სერვისზე მუდმივი ორიენტაცია.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** შესაბამისი კვალიფიკაცია; ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ესთეტიკურ ან სამედიცინო დაწესებულებაში); ** დეტალებზე ორიენტირებულობა და გამორჩეული პროფესიონალიზმი; ** კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sales@tbilisiinn.com