8027 live vacancies
← All vacancies

2ZX6XJ8D Posted 26 Aug 4 views

ბუღალტერიისა და საგადასახადო დეკლარირების ონლაინ ტრენერი

Royal Finance Academy via jobs.ge
Tbilisi Full-time Education
Negotiable Apply by

"Royal Finance Academy" (RFA) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიისა და საგადასახადო დეკლარირების ონლაინ ტრენერის პოზიციაზე.

"RFA" არის ფინანსური და ბიზნეს განათლების პროფესიული აკადემია, რომლის ქსელში გაერთიანებულია 135 პრაქტიკოსი ტრენერი და მოწვეული სპეციალისტი.

ჩვენთვის ტრენერი არის პროფესიონალი, რომელსაც ვანდობთ სტუდენტების პრაქტიკულ და პროფესიულ განვითარებას, ამიტომ RFA-ში შერჩევის პროცესი მრავალეტაპიანი და კონკურენტულია.

სამუშაო ფორმატი: ონლაინ — განიხილება კანდიდატები საქართველოს ნებისმიერი ლოკაციიდან.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ბუღალტრად ან ტრენერად მუშაობის მინიმუმ 2 -წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძლიერი ცოდნა ** RS.GE-ზე მუშაობისა და საგადასახადო დეკლარაციების პრაქტიკული გამოცდილება ** დღგ-ის, საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადებთან მუშაობის ცოდნა ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ფინანსური ოპერაციების წარმოების გამოცდილება ** საგადასახადო რისკებისა და პრაქტიკული ქეისების ანალიზის უნარი ** გამართული კომუნიკაცია და ცოდნის პროფესიულად გადაცემის უნარი ** ტრენერობის გამოცდილება, პროფესიული სერტიფიკატები და მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სწავლების ძირითადი მიმართულებები:

** ბუღალტრული აღრიცხვა ** პირველადი დოკუმენტაცია ** ფინანსური ოპერაციები ** RS.GE ** საგადასახადო დეკლარაციები ** დღგ ** საშემოსავლო გადასახადი ** მოგების გადასახადი ** ქონების გადასახადი ** საგადასახადო პრაქტიკული ქეისები

შერჩევის 5 ეტაპი:

I — განაცხადების შეფასება II — პროფესიული/ტექნიკური დავალება III — პროფესიული გასაუბრება IV — Demo Lecture V — საბოლოო შეფასება და შერჩევა

განაცხადისთვის სავალდებულოა: CV + სამოტივაციო წერილი + კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები

არასრული განაცხადი არ განიხილება და კანდიდატი შერჩევის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.

ელფოსტა: rfa.academy.rfa@gmail.com Subject: Accounting & Tax Trainer | სახელი გვარი

Report this

About the employer
Royal Finance Academy
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free