ღონისძიებების სერვის მენეჯერი
კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების სერვის მენეჯერის პოზიციაზე
ჩვენს შესახებ: კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის.
სამუშაო პირობები: მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28 გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (სმენებში) | 2 დღე დასვენება სამუშაო განაკვეთი: სრული. ანაზღაურება: 3000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები: - ქეითერინგის სერვისის გუნდის მართვა, სამუშაოს დაგეგმვა და დავალებების განაწილება; - ღონისძიებისთვის საჭირო სერვისის პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა და სამუშაო ზონების მიხედვით განაწილება; - ღონისძიების სრული საოპერაციო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია მომზადებიდან დასრულებამდე; - ღონისძიების დღეს სერვისის გუნდისა და საოპერაციო პროცესების ადგილზე მართვა; - სამზარეულოს, ბარის, ჰაუსქიფინგის, ტექნიკური და სხვა ჩართული დეპარტამენტების კოორდინაცია; - ღონისძიების დეტალების შეთანხმება ორგანიზატორთან/ივენთ მენეჯერთან და საჭირო ინფორმაციის გუნდებისთვის დროული მიწოდება; - სერვისის ხარისხის, მომსახურების სტანდარტებისა და თანამშრომლების პროფესიული ქცევის კონტროლი; - ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარისა და აღჭურვილობის მზადყოფნის კონტროლი; - გარე ქეითერინგ კომპანიებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან კოორდინაცია; - ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი საკითხების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაწყვეტა; - ღონისძიების დასრულების შემდეგ სივრცის, ინვენტარისა და რესურსების ჩაბარების კონტროლი; - ღონისძიების შედეგების შეჯამება, უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; - SOP-ებისა და კიკეთის ფერმის საოპერაციო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქეითერინგის სერვისისა და/ან ღონისძიებების მართვის გამოცდილება; - სერვისის გუნდის, მათ შორის დიდი რაოდენობის თანამშრომლების, მართვისა და კოორდინაციის უნარი; - ძლიერი საორგანიზაციო, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები; - რამდენიმე პროცესისა და გუნდის ერთდროულად მართვის უნარი; - მომსახურების სტანდარტების დაცვისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილება; - სწრაფად ცვალებად და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; - პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი.
ბენეფიტები: - კვების უზრუნველყოფა; - შედეგებზე დაფუძნებული ბონუსების სისტემა; - გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა; - მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lveYq6Jc
გისურვებთ წარმატებას!