8027 live vacancies
← All vacancies

690VHRPK Posted 26 Aug 2 views

ჰოსტესი

Coffeeshop Company via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1500 / month Apply by

ყავის კომპანია "coffeeshop" საერთაშორისო ფრენჩაიზის ქსელის ნაწილია, რომელიც შთაგონებულია ცნობილი ვენური ყავის სახლების კულტურით. 8 წელზე მეტია, ჩვენი კომპანია ქმნის უნიკალურ ყავის გამოცდილებას თბილისში, პრემიუმ ყავის, თბილი ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის მომსახურების შერწყმით.

ყავის კომპანია "coffeeshop" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ე.წ. 2/2ზე გრაფიკი - 2 სამუშაო დღე/2დღე დასვენება სამუშაო საათები: 12:00-00:00 ანაზღაურება: 1500 ლარი NET ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ტაბიძის 10

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და განთავსება; ** სტუმრების შეკითხვებზე სწორი რეაგირება, ინფორმაციის მიწოდება მენიუს, სპეციალური შეთავაზებებისა და მომსახურების შესახებ; ** სტუმართა კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის მიღება; ** სივრცეში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა; ** სივრცეში წესრიგისა და ვიზუალი პრეზენტაბელურობის კონტროლი; ** გუნდის მხარდაჭერა მომსახურების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა სამუშაო პროცესში; ** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** საშუალო/უმაღლესი განათლება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი; ** პრობლემების გადაწყვეტის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcoffeeshopgeo@gmail.com

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით

Report this

About the employer
Coffeeshop Company
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free