8219 live vacancies
← All vacancies

6BZ749AH Posted 26 Aug 4 views

საცალო გაყიდვების მენეჯერი

ქარსფეისი via jobs.ge
Tbilisi Full-time Sales
₾700 / month Apply by

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საცალო მიმართულებით.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 19 ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი. (საწყის ეტაპზე საშუალოდ 2000 ლარი.)

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას - პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია ** პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას ** Fitpass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა და და მათი საჭიროებების დადგენა; ** მომხმარებლებისთვის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილის არჩევა; ** საოპერაციო სისტემაში რეპორტების შეყვანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** აუცილებელია ავტოიმპორტის გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის მენეჯმენტი;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

Report this

About the employer
ქარსფეისი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free