8127 live vacancies
← All vacancies

6S5BS4WT Posted 26 Aug 3 views

მორიგე ექთანი ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში

აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი via hr.ge
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
Negotiable Apply by

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის თანამდებობაზე ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში

ძირითადი მოვალეობები: - კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად; - კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში; - საექთნო დოკუმენტაციის წარმოება; - საექთნო მანიპულაციების შესრულება.

სამუშაო განრიგი: - 24 სთ მორიგეობა.

ანაზღაურება: საათობრივი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი: - პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი; - მედდის კვალიფიკაციის დიპლომი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან.

პიროვნული თვისებები: - კომუნიკაბელურობა; - ორგანიზებულობა; - კეთილსინდისიერება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ზოგადი ქირურგიის ექთანი '' .

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

Report this

About the employer
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free