8300 live vacancies
← All vacancies

6SXV1A0H Posted 27 Aug 3 views

პერსონალური ასისტენტი

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება via hr.ge
Rustavi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

ა(ა)იპ სტუდია „ეი-დი-სი“ აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამაზე, „პერსონალური ასისტენტის“ პოზიციაზე რუსთავში.

პერსონალური ასისტენტის ფუნქციები: პერსონალურმა ასისტენტმა ბენეფიციარს ასისტირება უნდა გაუწიოს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

კერძოდ: - კვების დროს; - თავის მოვლის პროცედურებისა და ჩაცმის დროს; - საოჯახო საქმეებში, საყიდლებზე სიარულისას, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროცესში; - მუშაობის, დასვენების, დღის დაგეგმვისა და სხვა აქტივობებში.

ა(ა)იპ სტუდია „ეი-დი-სი“ 1991 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ინკლუზიური სოციალური სერვისების განვითარება და განხორციელება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: studioadc.rustavi1@gmail.com ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: პერსონალური ასისტენტი

Report this

About the employer
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free