8421 live vacancies
← All vacancies

86GFCHPX Posted 27 Aug 2 views

ბუღალტერი

პალატი via jobs.ge
Rustavi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.

კომპანია "პალატი" გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გ.მაზნიაშვილის № 4 გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს; ** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს (თანამშრომლის სიმბოლური თანამონაწილეობით); ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა; ** შესყიდვებთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავება; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება და მოწესრიგება; ** იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა; ** საჭირო საბუღალტრო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება; ** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით; ** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** Excel-ისა და MS Office-ის კარგი ცოდნა; ** იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია; ** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი; ** გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის უნარი, კომპანიის ყველა რგოლთან ეფექტური ურთიერთობისთვის; ** სწრაფად სწავლისა და განვითარების მოტივაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ბუღალტერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Report this

About the employer
პალატი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free