საცალო გაყიდვების ოპერატორი
კომპანია "AMTS" (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.
მოვალეობები:
** პროდუქციის კარგი ცოდნა; ** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაყიდვა; ** გაყიდული პროდუქციის საბუთების წარმოება კომპანიის ელექტრონულ პროგრამაში; ** საცალო საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ** საცალო მაღაზიის თაროებზე პროდუქციის განლაგება და წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში; ** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (აფთიაქში ან სამედიცინო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** სასურველია უცხო ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელური; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი; ** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.