8425 live vacancies
← All vacancies

92N1J25S Posted 27 Aug 2 views

დიასახლისი

Hash Bank via jobs.ge
Batumi Full-time Cleaning
Negotiable Apply by

"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: დიასახლისი სამუშაო განრიგი: ცვლადი გრაფიკი. ოფისის მისამართი: ბათუმი, შოთა რუსთაველის გამზირის 25/ლუკა ასათიანის 1.

ძირითადი ფუნქციები:

** ოფისის ყოველდღიური დასუფთავება (სამუშაო სივრცეები, სამზარეულო, სველი წერტილები) ** ყავის/ჩაის მომზადება თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის ** სტუმრების მიღება და მომსახურება ** საოფისე ინვენტარის (საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტების) კონტროლი და შევსება ** სამზარეულოსა და საერთო სივრცეების მუდმივი მოწესრიგება ** ჭურჭლის რეცხვა და წესრიგის შენარჩუნება ** ნარჩენების დროული გატანა

ცოდნა და გამოცდილება:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების ცოდნა ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** კეთილგანწყობილი და კომუნიკაბელური პიროვნება

უნარები:

** პუნქტუალურობა ** დისციპლინა ** ენერგიულობა ** გუნდთან თანამშრომლობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: hiring@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: დიასახლისი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

Report this

About the employer
Hash Bank
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free