8208 live vacancies
← All vacancies

9FVABV7Z Posted 26 Aug 3 views

უფროსი ინტერიერის დიზაინერი

via jobs.ge
Tbilisi Full-time Construction / Repair
Negotiable Apply by

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა, მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!

"m²" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ინტერიერის დიზაინერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დიზაინერების კოორდინაცია, სამუშაოს სწორად გადანაწილება და პროექტების შესრულების კონტროლი; ** დამკვეთის დახმარება ინტერიერის დაგეგმვაში, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად; ** საერთო სარგებლობის სივრცეების დიზაინის შემუშავება და კოორდინაცია ობიექტზე; ** მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა ობიექტზე დიზაინის ნაწილში, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების სწრაფი ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა ან პროექტის კორექტირება; ** ბინებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების ნაწილში არქიტექტურული ნახაზების დამუშავება და შემოწმება; ** მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მუშა დოკუმენტაციიდან ამოღება/დამუშავება; ** საჭიროების შემთხვევაში სარემონტო მასალების შერჩევა, სპეციფიკაციების დამუშავება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი პროფესიული განათლება (ინტერიერის დიზაინერის ან/და არქიტექტორის კვალიფიკაციით); ** სამუშაო გამოცდილება დიზაინისა ან/და არქიტექტურის სფეროში.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** არქიტექტურული პროგრამები: ** პროფესიულ დონეზე ცოდნა - ArchiCAD; ** საშუალო დონეზე ცოდნა - AutoCAD და Excel; ** Revit, 3D Max და Adobe Photoshop ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ინტერიერის დიზაინერი".

ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

Report this

About the employer
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free