კურიერი
მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, პუნქტუალურ და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს პარტნიორ კლინიკებთან ყოველდღიურ ლოჯისტიკურ მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
** პარტნიორი კლინიკების მონახულება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით; ** კლინიკების საჭირო სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა; ** ნიმუშის ასაღებად საჭირო კრიო სინჯარებისა და სხვა შესაბამისი მასალების მიწოდება; ** კლინიკებიდან ბიოლოგიური ნიმუშების წამოღება თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად; ** ნიმუშებისა და დოკუმენტაციის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება ოფისში; ** მიღებული ნიმუშების დახარისხება შესაბამისი წესის მიხედვით; ** ნიმუშების მომზადება და გადაცემა ცენტრალურ ლაბორატორიაში გასაგზავნად; ** საჭიროების შემთხვევაში ოფისთან დაკავშირებული სხვა საკურიერო დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი
** ორშაბათი-პარასკევი: 11:00-18:00 ** შაბათი: მორიგეობით — თვეში საშუალოდ 2 შაბათი.
კომპანიაში მუშაობს ორი კურიერი და შაბათის მორიგეობა მათ შორის ნაწილდება.
ტრანსპორტი
განვიხილავთ ორივე ვარიანტს:
** კანდიდატი საკუთარი სკუტერით; ** კანდიდატი, რომელიც იმუშავებს კომპანიის ავტომობილით.
საკუთარი სკუტერის შემთხვევაში პირობები და ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯები შეთანხმდება ინდივიდუალურად.
მოთხოვნები
** მართვის მოწმობა; ** ქალაქში გადაადგილებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** სიფრთხილე დოკუმენტებთან და გადასატან მასალებთან მუშაობისას; ** კომუნიკაბელურობა და პარტნიორ კლინიკებთან კორექტული ურთიერთობის უნარი; ** ავტომობილის/სკუტერის უსაფრთხოდ მართვის გამოცდილება.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.
ჩვენ გთავაზობთ
** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** ფიქსირებულ სამუშაო გრაფიკს — 11:00-დან 18:00 საათამდე; ** კვირაში 5 სამუშაო დღეს და შაბათის მორიგეობას თვეში საშუალოდ 2-ჯერ; ** კომპანიის ავტომობილით მუშაობის შესაძლებლობას; ** გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის მიერ არჩეული სამუშაო ფორმატის შესაბამისად (საკუთარი სკუტერი / კომპანიის ავტომობილი).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოკლე ინფორმაცია ან CV: ltd.miksta@gmail.com და მიუთითოთ, რომელი ვარიანტი გირჩევნიათ — საკუთარი სკუტერით მუშაობა თუ კომპანიის ავტომობილით.