8061 live vacancies
← All vacancies

BFFWR9EY Posted 26 Aug 4 views

კარდიოლოგის მედდა

მედკაპიტალი via jobs.ge
Tbilisi Full-time Medicine / Pharmacy
Negotiable Apply by

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

პოზიციის დასახელება: კარდიოლოგის მედდა; ანაზღაურება: შეთანხმებით; ადგილმდებარეობა: დიდუბისა და საბურთალოს ფილიალისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა; ** სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო საქმიანობის განხორციელება, დაწესებულებაში დანერგილი გაიდლაინების, პროტოკოლების და განკარგულებების შესაბამისად; ** სამედიცინო დაწესებულების შიდა ელექტრონულ სისტემაში მუშაობა; ** კაბინეტის ხარჯვის წარმოება შიდა ელექტრონულ პროგრამა webmed-ში; ** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ** ექიმის დანიშნულების შესაბამისად ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ჩატარება; ** კვლევის დროს პაციენტის მდგომარეობის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ** ეკგ-ს აპარატის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და სწორად გამოყენება; ** მიღებული ეკგ-ს ჩანაწერის სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი ექიმისთვის/ კარდიოლოგისთვის გადაცემა; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

სხვა უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სიახლეების ათვისების უნარი; ** განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი; ** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge, 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.

Report this

About the employer
მედკაპიტალი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free