8208 live vacancies
← All vacancies

D8EGH3G8 Posted 26 Aug 3 views

საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ექსპერტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი via jobs.ge
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი/ბათუმი

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული; ** გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** არ გეშინია გამოწვევბის და სირთულეების; ** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება; ** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდთნ ერთად;

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; ** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა; ** გაყიდვების პროცესის მართვა და კონტროლი; ** შედეგებზე ორიენტაცია; ** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა; ** კომმპანიის სერვისების წარმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობა პოტენციურ კლიენტებთან;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები; ** საოფისე პროგრამების ცონდა; ** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალური; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კონფლიქტების არიდების უნარი; ** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 26/09/2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!

Report this

About the employer
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free