8155 live vacancies
← All vacancies

DBE21W0N Posted 27 Aug 3 views

საბაჟო დეკლარანტი

ნავთობკომპანია ქონექთი via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. დღეს კომპანია ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს და მომხმარებლებს ნავთობპროდუქტებსა და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.

2025 წლიდან "ქონექთი" საქმიანობას საკუთარი ნავთობტერმინალითაც ახორციელებს, რაც კომპანიას იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას აძლევს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.

არსებითი სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ ** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა # 8 ** ანაზღაურება: მხარეთა შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბაჟო დოკუმენტაციის დამუშავება და სისწორის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** თანმდევი დოკუმენტაციის კონტროლი და გადამოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები და სხვა); ** საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ოპერაციული პროცესების კოორდინაცია; ** კომუნიკაცია საბაჟო ორგანოებთან შესაბამისი სპეციალისტის მითითებების საფუძველზე; ** საბაჟო ოპერაციების ხელმძღვანელის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან მონათესავე მიმართულებით; ** საბაჟო დეკლარირების, საბაჟო ოპერაციების ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ASYCUDA-ს სისტემაში მუშაობის ცოდნა; ** საქართველოს საბაჟო კანონმდებლობისა და საბაჟო პროცედურების კარგი ცოდნა; ** საბაჟო დეკლარაციების, სატრანსპორტო და თანმდევი დოკუმენტაციის (ინვოისი, CMR, შეფუთვის ფურცელი, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვა) დამუშავების გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel); ** აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა; ** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!

Report this

About the employer
ნავთობკომპანია ქონექთი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free