ანიმატორ-მოლარე
თბილისი მოლში, "Hopihop"-ის ბანჯი ბატუტი ანიმატორ-მოლარეს ეძებს.
თუ გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, შეგიძლია მათთვის მხიარული განწყობის შექმნა და ხარ პასუხისმგებლიანი, ეს ვაკანსია შენთვისაა!
რას გთავაზობთ?
** მეგობრულ და მხიარულ გუნდში დასაქმებას; ** სამუშაო გრაფიკი კვირაში 40 საათი (6 საათიანი ცვლები: 10:00-16:00 / 16:00-22:00, შაბათ-კვირა 8 საათიანი ცვლა); ** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე; ** ანაზღაურება 1100 ლარიდან (ინდივიდუალური გაყიდვების ბონუსი);
რა იქნება შენი მოვალეობა?
** ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შექმნა და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში ** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება; ** პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.
ვის ვეძებთ?
** მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს; ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს; ** კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და შეუძლია მათი გართობა; ** სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "ანიმატორი-მოლარე", ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 571 96 96 12.