8127 live vacancies
← All vacancies

G3SJ3P6Y Posted 26 Aug 3 views

გაყიდვების მენეჯერი

Geo Green via hr.ge
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

უძრავი ქონების კომპანია "Geo Green" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში და ბათუმში.

აღწერილობა შესაძლებლობა გაქვთ შეუერთდეთ გაყიდვების გამოცდილ გუნდს, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოთ საქმე ადგილზე, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ცოდნა, გამოცდილება, განავითაროთ საჭირო უნარ-ჩვევები და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.

რას გთავაზობთ ჩვენ: - მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს და საქმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას; - კომპანიის ექსკლუზიურ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც სამუშაო პროცესი ბევრად უფრო მოქნილი და მარტივი ხდება; - სხვადასხვა შემეცნებით ტრენინგებს; - სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფას; - კორპორატიულ ნომერს და მასზე გააქტიურებულ ულიმიტო სასაუბრო პაკეტს; - წამახალისებელ შეჯიბრებებს; - კარიერულ წინსვლას.

პირობები - კვირაში 5 სამუშაო დღე (თავად ადგენთ გრაფიკს); - 1 საათიანი შესვენება; - 2 დღე დასვენება (სურვილისამებრ); - ლოკაცია: თბილისი - ოთარ ლორთქიფანიძის 38, (სითი მოლთან). - ლოკაცია: ბათუმი - ალექსანდრე პუშკინის 23.

პრიორიტეტები - სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად; - ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად.

ძირითადი მოვალეობები: - პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება; - კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება; - შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება; - ხელშეკრულების გაფორმება; - სამუშაო ბაზის მართვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი; - მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; - სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი; - ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

პირველი შესარჩევი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

Report this

About the employer
Geo Green
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free