ტექნოლოგის ასისტენტი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის ასისტენტის პოზიციაზე ყველის საამქროში.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები: - ნედლეულის და პროდუქციის გადატანა დანიშნულების ადგილას; - სამუშაო ადგილისა და ინვენტარის დასუფთავება და მოწესრიგება; - ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - ანალიტიკური აზროვნება; - ორგანიზებულობა და დისციპლინა; - გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; - ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია:დიღომი; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/m277r2Qc დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
გისურვებთ წარმატებას!