ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტი
Sales X ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების აგენტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს!
სამუშაო მოვალეობები - პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე; - კომპანიის სერვისებისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა; - გაყიდვების პროცესის მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე; - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; - გაყიდვებში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო; - მიზანმიმართული, აქტიური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ.
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი – პარასკევი; - 12:00 – 21:00 - სამუშაო ადგილი: თბილისი, ოფისი;.
ანაზღაურება და ბენეფიტები - ფიქსირებული ანაზღაურება: $500–$900; - ბონუსური სისტემა; - საშუალო ყოველთვიური შემოსავალი: $1,700–$3500 - პროფესიული ტრენინგი; - კარიერული ზრდისა და განვითარების რეალური შესაძლებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.