8005 live vacancies
← All vacancies

KS6STEW1 Posted 25 Aug 3 views

პრომოუტერი

CAREXPRESS via hr.ge
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

20 წლიანი გამოცდილებით კომპანია “ქარექსპრესი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.

„ქარექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 დასვენების დღე: შაბათი, კვირა ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული

ძირითადი მოვალეობები - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინებებით ვიზიტების განხორციელება; - პოტენციური ავტოდილერების, ავტოსალონების, ავტობაზრობებისა და სხვა პარტნიორი კომპანიების მოძიება; - CAREXPRESS-ის მომსახურებების გაცნობა პოტენციური პარტნიორებისთვის; - ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება და პირველადი მოლაპარაკებების წარმართვა; - პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის, საკონტაქტო მონაცემებისა და ბაზრის ანალიზის შეგროვება; - მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და სადილერო განყოფილებისთვის გადაცემა; - შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; - რეგიონული ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი; - შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - საშუალო ან უმაღლესი განათლება; - B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია); - გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; - მივლინებებში მუშაობის სრული მზადყოფნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა; - Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) საბაზისო ცოდნა. - რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია).

უპირატესობად ჩაითვლება - მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება; - ავტომობილების ბაზრის ან ავტოინდუსტრიის შესახებ ცოდნა;

პიროვნული თვისებები: - სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - მოლაპარაკების წარმართვის უნარი; - ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ; - გუნდური მუშაობის უნარი; - სატელეფონო გაყიდვების წარმოების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ - კონკურენტულ ანაზღაურებას; - შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას; - საწვავის, მგზავრობისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებას კომპანიის წესების შესაბამისად; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - თანამედროვე, მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@carexpress.ge

Report this

About the employer
CAREXPRESS
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free